6 თვის იყო უკანასკნელად როცა ნახა და წარმოსახვით უყვარს

1
380

კესო ანი ნადარეიშვილის და ბაჩო ახალაიას ქალიშვილია. პატარა გოგონა თავის  მამას ჯერ არ იცნობს. ის 6 თვის იყო, როდესაც ახალაია  უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. ეკტერინე ხეხეულიძე სოციალურ ქსელში კესოს შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ამ გოგოს ხუთი წელია ეუბნებიან,რომ მამა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გრძელვადიან უშვებულებო სამსახურშია.ესეც ხუთი წელია ოცნებობს იმ დღეზე,როცა მამას გაიცნობს.6 თვის იყო უკანასკნელად როცა ნახა და წარმოსახვით უყვარს.უკარებაა და თუ გინდათ მისი ყურადღება დაიმსახუროთ,მესამე პირში ბაჩოზე უნდა მოყვეთ ამბავი და აუცილებლად დაიმეგობრებთ.ამ ამბავს ისიც დაერთო,რომ დედა იმ მიზეზით გახდა ადვოკატი,რომ ქმარს პატიმრობა გაუადვილოს და ყოველ სამუშაო დღეს დილიდან დაღამებამდე ციხის პატარა ოთახში ბაჩოს სანახავად დადის.მერე რა ,რომ ძალიან ლამაზია,უმეტესად მოწყენილია და ვერაფრით გაერკვა ახლა ანი რატომ წავიდა გრძელვადიან უშვებულებო სამსახურში.დღეს კესოს დაბადების დღეა.ძალიან მინდა მალე ჩაეხუტოს საოცნებო მამას და ისიც ძალიან მინდა,რომ მათ პირველ შეხვედრას დავესწრო.ბედნიერება და უღრუბლო საქართველო კესოს”-წერს ხერხეულიძე.

წყარო: itv.ge

1 კომენტარი

  1. ეგ კი ნახავს მამას,როცა იქნება.იმ ქარტველის შვილებმა რა ქნან,ვისაც მამა საერთოდ არ ჰყავს ამ კაცის წყალობით? რატომ დებთ ასეთ სტატიებს,არ გეცოდებათ ამ კაცისგან ნაწამები და გაუბედურებული ხალხი?ბავშვს არაფერი არ დაუშავებია,მაგრამ მამამისმა ისიც დასაჯა თავისი ცუდი კაცობით.

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი