92 870 ლარი,14 ოპერაცია,8 გადარჩენილი სიცოცხლე,21 ტონა ტანსაცმელი

0
247

ეროვნული ბიბლიოთეკის სოციალური მედიის მენეჯერი აკა სინჯიკაშვილი ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილისა და ნდობისთვის ადამიანებს მადლობას უხდის. როგორც სინჯიკაშვილი წერს, მის ანგარიშზე პირადი თანხების გარდა 92870 ლარი ჩაირიცხა, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას და გაჭირვებულების დახმარებას მოხმარდა.

“2016 – წელი, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ამ წელში ცოტას კი არა ასობით ადამიანს ვაჩუქეთ თავისი წილი ბედნიერება. ამონაწერი რომ ავიღე ბანკიდან, აი სული შემიგუბდა, ვერც წარმოვიდგინე რომ ამდენი ფული ასე უბრალოდ მანდეთ და ეჭვიც არ შეგიტანიათ ჩემში და უამრავი მადლობა.

ჩემი პირადი თანხების გარდა,გასულ წელში,სულ ჩემს ანგარიშზე ჩაირიცხა 92870 ლარი. ამ ფულით გავაკეთეთ 14 ოპერაცია, მათ შორის 8 სიცოცხლე გადავარჩინეთ, რეაბილიტაციის ფული გადავუხადეთ 8 ადამიანს და ამ წელში აუცილებლად გაივლის ყველა. გადავიხადეთ 32 ბინის ქირა და ბავშვები და მოხუცები არ დავტოვეთ ქუჩაში, გადავხურეთ და გავარემონტეთ 5 სახლი, დავარიგეთ 50000მდე პური, 12 ტონაზე მეტი სხვადასხვა საკვები პროდუქტი, შევაგროვეთ და რეგიონებში ჩავიტანეთ 21 ტონა ტანსაცმელი და დაახლოებით 50000 ადამიანს ჩავაცვით.შევაგროვეთ და ვიყიდეთ საოჯახო ნივთები და ინვენტარი, სულ თავიდან ცხოვრება დავაწყებინეთ 14 ადამიანს, სამსახური ვუშოვეთ 8-ს.

შემწეობა გავუწიეთ 30 მარტოხელა მშობელს, ავეჯით და ყველა საჭირო ნივთით ავავსეთ 7 ცარიელი სახლი,ვუყიდეთ ადამიანებს შინაური ცხოველები და ფრინველები, მიწის ნაკვეთები, 10 შშმ პირისთვის განკუთვნილი ეტლი, გადავიხადეთ 34 გათიშული დენის და ჩაჭრილი გაზის გადასახადი. 6 ადამიანი აღარ იმათხოვრებს ქუჩაში, 3 ადამიანი აღარ იდგება პანელზე და აქვს ნამდვილი სამსახური. შევაჩერეთ 30ზე მეტი ოჯახური ძალადობა, შევარიგეთ ცოლქმარი, შეყვარებულები და რძალ-დედამთილიც კი. ამის გარდა ასობით ადამიანს დავუბრუნეთ და გავუჩინეთ სიკეთის კეთების გრძნობა, ბედნიერების ცრემლებით ვატირეთ და დავუბრუნეთ იმედი რომ სიკეთე მართლა არსებობს , ქუჩებში ვიპოვეთ და ვუმკურნალეთ 14 ადამიანს, სასწრაფოდ საავადმყოფოში გადავიყვანეთ 50ზე მეტი .

მთავარი ამბავი მგონია რომ დავაჯარიმეთ და დავხურეთ ორასზე მეტი ფსიქოტროპული აბებით უკანონოდ მოვაჭრე აფთიაქი, რომლების ნამუსზეა ბევრი არასრულწლოვანის სიცოცხლე. ახლაც პერიოდულად ვამოწმებთ . ვიტაქსავეთ 78 ღამე, ვიყავით სულ ყველა რეგიონში,სხვადასხვა მანქანით გავიარეთ 82000 კილომეტრი, მეტი მანქანა აღარ გვყავს, ორივე გავაფუჭეთ სექტემბერში თორემ მეტს გავივლიდით

 

წყარო: აიპრესი

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი