“ISIS კავკასიაში დესტაბილიზაციას ამზადებს, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ”- ვლადიმერ პუტინი

0
293

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ე.წ „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დესტაბილიზაციას გეგმავს. ამის შესახებ პუტინმა რამდენიმე დღის წინ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე ისაუბრა. პუტინმა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს (ჩინეთის, რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის) სპეცსამსახურების კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდა.

“შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში შექმნილია და მოქმედებს ISIS-ის მიწისქვეშა ჯგუფები. ეს აჩვენა პეტერბურგის ტერაქტის გამოძიებამ. არსებული მონაცემებით „ისლამური სახელმწიფო“ ცენტრალურ აზიასა და რუსეთის სამხრეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის გეგმებს ამზადებს.“- განაცხადა პუტინმა. მისი თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს ქვეყნების სპეცსამსახურების კოორდინაცია მათ შორის ანტიტერორისტული სტრუქტურების ხაზით.

შეგახსენებთ სანკტ პეტერბურგში ტერაქტი 3 აპრილს მოხდა, მისი მსხვერპლი 16 ადამიანი იყო. ტერაქტის განხორციელებაში ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეები, წარმოშობით შუა აზიელები არიან.

წყარო: newposts.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი