Samsung-მა ახალი მოდელის სმარტფონის ფოტო შემთხვევით გამოაქვეყნა

0
198

კომპანიამ Samsung შემთხვევით სმარტფონის ჯერ კიდევ დაუანონსებელი მოდელის ფოტო გამოაქვეყნა. ეს Samsung Exynos-ს Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე მოხდა.

გამოცემა Forbes კი ვარაუდობს, რომ პოსტი შემთხვევით არ დადებულა და მასზე ახალი Galaxy Note8 არის გამოსახული. კომპანიაში ფოტოზე გამოსახული სმარტფონის შესახებ კითხვებს არ პასუხობენ, თუმცა პოსტსაც არ შლიან.

გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალ მოდელს 6,3 დიუიმიანი ეკრანი აქვს, ამას გარდა – ორმაგი კამერა, პროცესორი Exynos 8895 და 6 გიგაბიტიანი ოპერატიული მეხსიერება.

სმარტფონის პრეზენტაციას 23 აგვისტოსთვის ელოდებიან.

Посмотреть изображение в Твиттере

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი