WW3 როდის დაიწყება, ვინ დაზარალდება და ვინ გადარჩება მესამე მსოფლიო ომის დროს ?

0
426

გთავაზობთ ფრაგმენტებს კვიპროსის ეკლესიის იერარქის, მორფის მიტროპოლიტის – ნეოფიტეს ვრცელი ინტერვიუდან. მეუფე ნეოფიტე პირადად იცნობდა ჩვენი თანამედროვეობის უდიდეს მოსაგრე მამებს: მამა იაკობ (ცალიკისს), მამა სოფრონს (სახაროვს), წმინდა პაისი ათონელსა და წმინდა პორფირე კავსოკალიველს.

ევროკავშირთან კვიპროსელთა დამოკიდებულების შესახებ
დღეს კვიპროსელები ფიქრობენ, რომ კვიპროსი ლონდონისა და პარიზის გვერდით არის და არა სირიის. თუმცა მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი, კვიპროსელთა რწმენა ევროკავშირისა და ე.წ. “ევროპული ოჯახისადმი” თანდათანობით განელდა.

კვიპროსის პრობლემის გადაჭრა
კვიპროსის პრობლემა გადაიჭრება არა მოლაპარაკებების მაგიდასთან, არამედ მაშინ, როცა აშშ, რუსეთი და ისრაელი ქურთთა სახელმწიფოს აღიარებენ.
ამას ამბობენ ექსპერტებიც და ღვთის ადამიანებიც. მე ამაზე ვსაუბრობ იმ წმინდა მამათა სიტყვებზე დაყრდნობით, რომლებიც წინასწარ ხედავდნენ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.
მხედველობაში მყავს წმინდა პაისი ათონელი და სხვა მამები.

ევროკავშირის მომავალზე
ევროპა დღეს იმ თავყრილობას ჰგავს, რომელიც დასასრულისკენ მიდის. 2017-2018 წლებში ევროპული პროექტი დასრულდება.
წმინდა პაისიმ ჯერ კიდევ 30 წლის წინ იცოდა ამის შესახებ.

თურქეთთან კონფლიქტის შესახებ
თურქები მოაწყობენ პროვოკაციას კვიპროსსა და საბერძნეთს შორის. ეს მოვლენა 3 დღე გაგრძელდება. ამით ზიანი მიადგება რუსეთის ინტერესებს და ის თურქეთს დაესხმება თავს.

თურქეთის მომავალი რეფერენდუმის შემდეგ
რეფერენდუმის ურთიერთსაპირისპირო შედეგები თურქეთში სამოქალაქო ომს გამოიწვევს. ქვეყანა სამ ნაწილად გაიყოფა: ქემალისტები – პროევროპელები, ოსმანისტები – ერდოღანის მომხრენი და სხვადასხვა ეთნო-რელიგიური დაჯგუფებები (ქურთები, ალავიტები, სომხები და სხვა).

ლოცვის ძალაზე
ლოცვა მთებს დაძრავს. უფლის დახმარებით შესაძლებელია გარკვეული მოვლენების თავიდან აცილება და ბოროტების შედეგების შემცირება.

უფლის სიყვარულზე
უფალი სიყვარულია. ამიტომ ის დაუშვებს ამ მოვლენებს იმიტომ, რომ ჩვენ ამ ფსევდო-სამყაროსთან ერთად (რომელიც ავაშენეთ) საკუთარი დაცემულობით, ურწმუნოებით და სიძუნწით ჯოჯოხეთისკენ მივექანებით.

თანამედროვე ევროპის შესახებ
ევროპის ჩამოშორებამ მართლმადიდებლობისგან ამორალური შედეგები მოიტანა: დაკანონდა ცოდვა, კერპთაყვანისმცემლობა, გაღმერთდა სხეული.
დიდი სერბი წმინდანი ნიკოლოზ ველიმიროვიჩი ათეული წლების წინ წერდა: “ევროპელემბა შექმნეს სასიკვდილო კავშირი და ხელშეკრულება პაპთან გააფორმეს. ეს ყველაზე აშკარა მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში ბოლო 200 წლის მანძილზე… ევროპას არ სურს იცოდეს, სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ. ევროპის ტრაგედია ის არის, რომ მან უარი თქვა საუკუნო სიცოცხლეზე.”


მესამე მსოფლიო ომზე

მესამე მსოფლიო ომი ექვსი წლის წინ დაიწყო სირიაში. ეს წმინდა ადამიანმა, მეუფე ანტონი კომპოსმა (1920-2005) იწინასწარმეტყველა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: “როცა დაიწყება უბედურება სირიაში, ილოცეთ. სწორედ იქიდან, სირიიდან დაიწყება ყველაფერი.”

წყარო:
http://www.romfea.gr/

წყარო: karibche.ambebi.ge

დატოვეთ კომენტარი

დატოვეთ კომენტარი
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი